ბლოგების კონკურსი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
(ისტ) მასწავლებლებისთვის.
კონკურსის მიზანი და
ამოცანები
კონკურსის მიზანია სკოლაში ინოვაციური სწავლა/სწავლების
მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა;
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა
და მოტივაციის ამაღლება.
კონკურსის ამოცანებია:
- ისტ მასწავლებლების თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა, სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გაზიარება;
- ისტ მასწავლებლის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის ამსახველი ბლოგის შექმნა (ან არსებულის დახვეწა) მოცემული პირობებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
კონკურსის პირობები და
ინსტრუქციები
კონკურსში მონაწილეობის
მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
(ისტ) მასწავლებლებს.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ბლოგი, რომელზეც გამოაქვეყნებს
შემდეგ ინფორმაციას:
- პირადი მონაცემები (სახელი/გვარი, სამუშაო ადგილი, ტელეფონი, მეილი და ა.შ.)
- გაკვეთილის, თემატური ერთეულის, საგანმანათლებლო პროექტის, შემოქმედებითი ღონისძიებების გეგმები, მათი განხორციელების ანგარიში და მიმდინარეობის ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა
- გამოყენებული ან შექმნილი ნებისმიერი სახის სასწავლო რესურსები (ტექსტური, გრაფიკული, ვიდეო და აუდიო, ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშები ან სიმულაციები და ა.შ.) და მათი გამოყენების მიზნობრიობის მოკლე აღწერა
- გამოყენებული სასწავლო მეთოდის/სტრატეგიის მოკლე აღწერა და ანგარიში მათი ეფექტიანობის შესახებ.
- მოსწავლეთა სწავლის პროგრესის შეფასების სხვადასხვა მეთოდების ამსახველი მასალა და მიღწეული შედეგების ანგარიში
- მოსწავლეების მიერ შექმნილი ნაშრომები
- ბმულები სხვადასხვა სასარგებლო საგანმანათლებლო რესურსებზე (ინოვაციები განათლებაში, ტექნოლოგიური მიღწევები)
- საკუთარი ინსტრუქციები სხვადასხვა პროგრამული უზრუნველოყოფის გამოყენებაზე (ამ რესურსების სასწავლო პროცესში გამოყენების მაგალითების აღწერა).
შენიშვნა: მასწავლებელს შეუძლია
ბლოგზე დამატებით სხვა ინფორმაციების გამოქვეყნებაც, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეს
არ სცილდება. მაგალითად, მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული
სტატიები (მათი მოკლე აღწერა და ბმული შესაბამის მასალაზე), პროფესიული განვითარების
ღონისძიებებში მონაწილეობის ამსახველი მასალები, 2-3 წუთიანი ვიდეო, სადაც ისაუბრებს
თავის სასკოლო პრაქტიკაზე და იმ გამოცდილებაზე, თუ როგორ ასწავლის ინოვაციური მეთოდებით
და ა.შ.
კონკურსის განხორციელების
ვადები:
- კონკურსში რეგისტრაციის ვადა 2013 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.
- საკონკურსო ბლოგების შეფასება ექსპერტების მიერ 2013 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.
- გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება არაუგვიანეს 2013 წლის 25 დეკემბერისა.
კონკურსში მონაწილეობის
ინსტრუქცია
კონკურსში მონაწილეობის მრუსველებმა გთხოვთ, გაიაროთ
რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე საკონკურსო ვადების გათვალისწინებით.
გაითვალისწინეთ, რომ
საგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლები,
რომლებიც პარალელურად მუშაობენ ტრენერებად, ამ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ჯილდოები გამარჯვებულთათვის
- ერთი პირველი ადგილია - პრემია 1000 ლარი.
- ორი მეორე ადგილი - პრემია 800 ლარი.
- სამი მესამე ადგილი - პრემია 600 ლარი.
- 3 ნომინაცია „მომავლის მასწავლებელი“ - პრემია 300 ლარი.