კონკურსის "ციფრული და მედია წიგნიერება სკოლში" ფარგლებში 6 დეკემბერს ონლაინ
საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თბილისის, კასპის, ფოთის, საგარეჯოს,
რუსთავის, თერჯოლის, გორის, ქარელის, მცხეთის, გარდაბნის, ლაგოდეხის, ასპინძის, საჩხერის,
ბოლნისის, სიღნაღის საჯარო სკოლების 50-მდე ისტ-ის მასწავლებელმა. ონლაინ
შეხვედრას უძღვებოდა კონკურსის ორგანიზატორები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები პარტნიორ
კომპანია მაიკროსოფტთან ერთად.
ინტერნეტ ჩართვა მიმდინარეობდა სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით ინტერაქტიულ რეჟიმში, პროგრამა Lync-ის გამოყენებით. მონაწილეები აქტიურად სვამდნენ შეკითხვებს კონკურსის პირობებთან
და მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რომლებსაც ორგანიზატორები პრეზენტაციის პარალელურად პასუხობდნენ. შეგიძლიათ იხილოთ შემაჯამებელი კითხვა-პასუხი და შეხვედრის აუდიო ჩანაწერი.
კონკურსი ორგანიზებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ და მისი მიზანია სკოლაში ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების
გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება.
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლებს ზემოაღნიშნულ
კონკურსში დარეგისტრირება მიმდინარე
წლის 8 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ
მიხარია ბატონო ზაზა, ნამდვილად ობიექტურადაა საპრიზო ადგილები გადანაწილებული. ეს კონკურსი იყო სტიმული და ბევრის მომცემი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის კარგი იქნება თუ მომავალში კიდევ მოგვეცემა კონკურსებში ჩართვის საშუალება.
ReplyDelete