Thursday, December 5, 2013

ონლაინ კონსულტაცია კონკურსზე „ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში“




კონკურსში „ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში“ მონაწილეობის მსურველთათვის პარასკევს, 6 დეკემბერს, 14:00 საათზე ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.
დასწრების ინსტრუქცია:
  1. შეხვედრის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე Internet Explorer-ის სამისამართო ზოლში კოპირებით გახსენით ეს ბმული: https://join.microsoft.com/meet/a-shotam/WY8DR084
  2. Guest ზოლში  ჩაწერეთ თქვენი სახელი, სკოლა, რაიონი  და დააწკაპუნეთ Join the meeting. აუცილებლად უნდა იყოს მონიშნული Install Lync Web App plug-in (ზომა 7 მბ)
  3. გაიხსნება ფაილის გადმოწერის რეჟიმი. გადმოწერეთ და დააინსტალირეთ. ამის შემდეგ გადახვალთ დაცდის რეჟიმში და როგორც კი ადმინისტრატორი დაადასტურებს, თქვენ შემოხვალთ შეხვედრაზე.
  4. თუ პროგრამიდან გამოხვედით, შეგიძლიათ დააწკაპუნოთ Rejoin ღილაკს ან თავიდან გახსნათ ბმული.
  5. ინსტრუქცია ნახეთ მიბმულ ფაილში.
  6. წინასწარ შეამოწმეთ თქვენი კომპიუტერის ხმა (იხილეთ მიბმულ ინსტრუქციაში).

Sunday, November 17, 2013

კონკურსი "ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში"


ბლოგების კონკურსი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებლებისთვის.

კონკურსის მიზანი და ამოცანები
კონკურსის მიზანია სკოლაში ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება.
კონკურსის ამოცანებია:
  • ისტ მასწავლებლების თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა, სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გაზიარება;
  • ისტ მასწავლებლის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის ამსახველი ბლოგის შექმნა (ან არსებულის დახვეწა) მოცემული პირობებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

კონკურსის პირობები და ინსტრუქციები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებლებს.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ბლოგი, რომელზეც გამოაქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას:
  •  პირადი მონაცემები (სახელი/გვარი, სამუშაო ადგილი, ტელეფონი, მეილი და ა.შ.)
  • გაკვეთილის, თემატური ერთეულის, საგანმანათლებლო პროექტის, შემოქმედებითი ღონისძიებების გეგმები, მათი განხორციელების ანგარიში და მიმდინარეობის ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა
  • გამოყენებული ან შექმნილი ნებისმიერი სახის სასწავლო რესურსები (ტექსტური, გრაფიკული, ვიდეო და აუდიო, ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშები ან სიმულაციები და ა.შ.) და მათი გამოყენების მიზნობრიობის მოკლე აღწერა
  • გამოყენებული სასწავლო მეთოდის/სტრატეგიის მოკლე აღწერა და ანგარიში მათი ეფექტიანობის შესახებ.
  • მოსწავლეთა სწავლის პროგრესის შეფასების სხვადასხვა მეთოდების ამსახველი მასალა და მიღწეული შედეგების ანგარიში
  • მოსწავლეების მიერ შექმნილი ნაშრომები
  • ბმულები სხვადასხვა სასარგებლო საგანმანათლებლო რესურსებზე (ინოვაციები განათლებაში, ტექნოლოგიური მიღწევები)
  • საკუთარი ინსტრუქციები სხვადასხვა პროგრამული უზრუნველოყოფის გამოყენებაზე (ამ რესურსების სასწავლო პროცესში გამოყენების მაგალითების აღწერა).

შენიშვნა: მასწავლებელს შეუძლია ბლოგზე დამატებით სხვა ინფორმაციების გამოქვეყნებაც, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეს არ სცილდება. მაგალითად, მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები (მათი მოკლე აღწერა და ბმული შესაბამის მასალაზე), პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის ამსახველი მასალები, 2-3 წუთიანი ვიდეო, სადაც ისაუბრებს თავის სასკოლო პრაქტიკაზე და იმ გამოცდილებაზე, თუ როგორ ასწავლის ინოვაციური მეთოდებით და ა.შ.


კონკურსის განხორციელების ვადები:
  • კონკურსში რეგისტრაციის ვადა 2013 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.
  • საკონკურსო ბლოგების შეფასება ექსპერტების მიერ 2013 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.
  • გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება არაუგვიანეს 2013 წლის 25 დეკემბერისა.

კონკურსში მონაწილეობის ინსტრუქცია
კონკურსში მონაწილეობის მრუსველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე საკონკურსო ვადების გათვალისწინებით.

გაითვალისწინეთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლები, რომლებიც პარალელურად მუშაობენ ტრენერებად, ამ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ჯილდოები გამარჯვებულთათვის
  • ერთი პირველი ადგილია - პრემია 1000 ლარი.
  • ორი მეორე ადგილი - პრემია 800 ლარი.
  • სამი მესამე ადგილი - პრემია 600 ლარი.
  • 3 ნომინაცია „მომავლის მასწავლებელი“ - პრემია 300 ლარი.